|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT.GOV.GE) ინფორმაციით, ქართულ ინტერნეტსივრცეში ხდება ახალი სახის ვირუსის სწრაფი გავრცელება. აღნიშნული ვირუსი წარმოადგენს საფრთხეს მომხმარებლებისთვის, რადგან მისი მოქმედებით შეიძლება დაზიანდეს თქვენს კომპიუტერში არსებული ფაილები, რომელთა აღდგენის საშუალებაც ამ ეტაპზე არ არსებობს. ვირუსის შემცველი მავნე კოდი ელექტრონულ წერილზე მიბმული ფაილის სახით ვრცელდება რამდენიმე ენაზე, მათ შორის, ქართულადაც. მომხმარებელი ელ.ფოსტის უცხო მისამართიდან იღებს წერილს საეჭვო ფაილით, რომელიც რეალურად წარმოადგენს მავნე პროგრამას. ფაილის გახსნის შემდეგ აქტიურდება ვირუსი, რომელიც შიფრავს სისტემაში არსებულ ყველა დოკუმენტსა და მულტიმედიურ ფაილს, რაც მათ გამოუსადეგარს ხდის სამომავლო გამოყენებისთვის. სისტემის დაინფიცირების შემდეგ მომხმარებელი მონიტორზე იღებს შეტყობინებას, რომლის მეშვეობითაც ე.წ. ჰაკერები მსხვერპლს აძლევენ გარკვეულ დროს, რათა სპეციალური ვებგვერდის გამოყენებით გადარიცხოს კონკრეტული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ფაილების სრული განადგურებით იმუქრებიან. თქვენი სისტემების დავირუსების თავიდან ასაცილებლად CERT.GOV.GE გირჩევთ არ გახსნათ საეჭვო ელექტრონული წერილები, გამოიყენოთ განახლებული ანტივირუსი და პერიოდულად განახორციელოთ კომპიუტერზე არსებული ფაილების სარეზერვო ასლების შექმნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT.GOV.GE) ინფორმაციით, ქართულ ინტერნეტსივრცეში ხდება ახალი სახის ვირუსის სწრაფი გავრცელება.აღნიშნული ვირუსი წარმოადგენს საფრთხეს მომხმარებლებისთვის, რადგან მისი მოქმედებით შეიძლება დაზიანდეს თქვენს კომპიუტერში არსებული ფაილები, რომელთა აღდგენის საშუალებაც ამ ეტაპზე არ არსებობს. ვირუსის შემცველი მავნე კოდი ელექტრონულ წერილზე მიბმული ფაილის სახით ვრცელდება რამდენიმე ენაზე, მათ შორის, ქართულადაც.მომხმარებელი ელ.ფოსტის უცხო მისამართიდან იღებს წერილს საეჭვო ფაილით, რომელიც რეალურად წარმოადგენს მავნე პროგრამას. ფაილის გახსნის შემდეგ აქტიურდება ვირუსი, რომელიც შიფრავს სისტემაში არსებულ ყველა დოკუმენტსა და მულტიმედიურ ფაილს, რაც მათ გამოუსადეგარს ხდის სამომავლო გამოყენებისთვის.სისტემის დაინფიცირების შემდეგ მომხმარებელი მონიტორზე იღებს შეტყობინებას, რომლის მეშვეობითაც ე.წ. ჰაკერები მსხვერპლს აძლევენ გარკვეულ დროს, რათა სპეციალური ვებგვერდის გამოყენებით გადარიცხოს კონკრეტული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ფაილების სრული განადგურებით იმუქრებიან.თქვენი სისტემების დავირუსების თავიდან ასაცილებლად CERT.GOV.GE გირჩევთ არ გახსნათ საეჭვო ელექტრონული წერილები, გამოიყენოთ განახლებული ანტივირუსი და პერიოდულად განახორციელოთ კომპიუტერზე არსებული ფაილების სარეზერვო ასლების შექმნა. Facebook-ის მომხმარებლები შეგიძლიათ ლინკზე შეხვიდეთ და იხილოთ ორიგინალი სტატია: https://www.facebook.com/certgovge?fref=nf |
Copyright © IBER-INFO. All rights reserved | თბილისი, 0177, ვაჟა-ფშაველას გამზ. N41 მე-4 სართული ტელ.: 393348, 393349, 393369, ფაქსი: 393350 |